ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2012
ძალაში შესვლის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.139.016069
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
25/10/2012
ვებგვერდი, 01/11/2012
190040000.35.139.016069
ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/11/2012 - 19/04/2013)

 

                                         

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2012 წლის 25 ოქტომბერი

ქ.ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

      ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს   №726   ბრძანებულების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ა  დ  გ  ე  ნ  ს  :

 


მუხლი 1
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები  (დანართი 1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №22 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების  განსაზღვრის შესახებ".
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე



დანართი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1.

საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი

2650

 

2.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

 

3.

გამგებლის მოადგილე

1300

 

4.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

 

1000

5.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

1350

6.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

 

810

7.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

560