ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 17/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.000739
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
07/09/2010
სსმ, 26, 17/09/2010
010260020.35.158.000739
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2010 - 01/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.158.000.739

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №22 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი

დანართი №1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სივრცითი ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების განყოფილება;

ბ) მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით; უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;

ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ო) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

პ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ჟ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

რ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

ს) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ტ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;

უ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;

ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ფუნქციები

სამსახურის სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებ-ლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;

ი) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საიჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას; დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციას;

კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 5. სამსახურის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მშენებარე შეობა-ნაგებობის, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლს შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;

ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების შესახებ;

დ) შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან მოახდინოს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი;

ე) მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აღდგენილი რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში;

ზ) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრვი ადგილებით შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე ზედამხედველობა;

თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფირმების ინსპექტირება;

ი) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი:

კ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულების ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე(შენობა-ნაგებობის ფასადების, კომუნიკაციათა კიოსკების) კონტროლი;

ლ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩების და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება.

მ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება;

ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

ო) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.