დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 090211, 09/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016015 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წლის 1 თებერვალი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №16 დადგენილებით (სსმ IV, 17.09.2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-3 მუხლის “კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ” მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;”.
2. დადგენილების მე-4 მუხლის „თ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ” მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები