,,უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე”

  • Word
,,უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 23/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.182
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
48
17/03/2005
სსმ, 33, 23/03/2005
280.120.000.10.003.000.182
,,უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/03/2005 - 18/06/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2005 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე

დასაქმების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტის შესასრულებლად უმუშევართა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:

1. სსიპ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში რეგისტრირებული უმუშევრის შემწეობა განისაზღვროს ყოველთვიურად 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

2. უმუშევრის შემწეობის გაცემა განხორციელდეს ექვსი თვის განმავლობაში იმ უმუშევრებისათვის, რომელთაც აქვთ შემწეობის მიღების უფლება დასაქმების შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

3. დადგენილება ამოქმედდეს უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს 352 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი