დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 17/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/04/2000 - 20/06/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №139
2000 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ
1. დამტკიცდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები თანახმად დანართისა.
2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) ფინანსთა სამინისტროსთან (დ. ონოფრიშვილი) ერთად ერთ თვეში განსაზღვროს და დაამტკიცოს დანართში მითითებულ თანამდებობებთან გათანაბრებული სხვა თანამდებობების ჩამონათვალი; შეიმუშაოს და გამოსცეს სათანადო მითითებები და განმარტებები.
ე. შევარდნაძე
დანართი
აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ
|
| თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარობით) |
| 1. | სახელმწიფო მინისტრი | 170 |
| 2. | მინისტრი და მასთან გათანაბრებული პირი | 165 |
| 3. | სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინისტრის პირველი მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირი |
150 |
| 4. | მინისტრის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირი | 140 |
| 5. | სამინისტროში შემავალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი |
125 |
| 6. | სამინისტროს სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი |
90,7 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები