საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 24/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
272
20/06/2003
სსმ, 61, 24/06/2003
000000000.00.000.000000
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/06/2003 - 21/07/2004)

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №272

2003 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანდართული ნუსხის მიხედვით.

2. ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

3. შეტანილ იქნეს დამატება „აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №139 ბრძანებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, III ნაწილი, 2000 წლის №33) და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები თანახმად დანართისა (გარდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა)“.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 დეკემბრის № 713 ბრძანებულება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, III ნაწილი, 1999 წლის № 2 (9) ).

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ნუსხა (ლარებში)

N

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ცენტრა­ლუ­რი აპარატი)

თანამდებობრივი სარგო (ტერიტო-რიული ორგანოები)

1.

მინისტრი

165

140

2.

მინისტრის პირველი მოადგილე

150

135

3.

მინისტრის მოადგილე

140

130

4.

სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი და მასთან გათანაბრე­ბული პირები

135

125

5.

სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამინისტ­როს მთავარი სამმართველოს უფროსი, ცენტრის უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები

130

120

6.

სამინისტროს მთავარი სამმარ­თველოს უფრო­სის მოადგილე, ცენტრის უფროსის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფ­რო­სი და მათთან გათანაბრე­ბული პირები

125

115

7.

სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფ­როსის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი ბიუროს უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები

115

105

8.

სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი ბიუროს უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბ­რებული პირები

105

95

9.

სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფრო­სი, სამინისტროს სამმართველო­ში შემავალი განყოფილების უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები

95

85

10.

სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფრო­სის მოადგილე, სამინისტროს სამმართველოში შემავალი გან­ყო­ფი­ლების უფროსის მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები

80

75

11.

სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი და მასთან გათანაბ­რებული პირები

70

65

12.

სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირები

60

55

13.

სამინისტროს უფროსი ოპერა­ტიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები

55

50

14.

სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები

45

40

15.

სამინისტროს მზვერავი და მასთან გათანაბრებული პირები

40

35