ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
46
06/12/2010
სსმ, 65, 17/12/2010
010250020.35.128.016026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/12/2010 - 03/01/2011)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2010 წლის 6 დეკემბერი

დ. ხარაგაული

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)  და პირობების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

    მუხლი 1

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)  და პირობები  დანართი 1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ა. მაჭავარიანი

დანართი 1

            

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)  და პირობების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1.

განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები. რომელთა (განთავსება, მშენებლობა ) შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე.

I კლასს დაქვემდებარული შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე:

ა) 60 2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, საიდანაც 0, 80 მ. ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ. ნიშნულამდე მოეწყოს გამჭირვალე ღობე. შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნეს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ–ს, გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;

გ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

დ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

 

ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;

ზ) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV  და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.

2. თუ საამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:

ა) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 143 კმ-დან 173 კმ-მდე გზის მონაკვეთში გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 100-მეტრიან ზოლში წარმოებულ ნებისმიერ მშენებლობას/რეკონსტრუქციას/დემონტაჟს  ესაჭიროება შეთანხმება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ხოლო I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად ( გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

 ბ) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ  შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის  გზის(ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის) მონაკვეთის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 100-მეტრიან ზოლში წარმოებულ ნებისმიერ მშენებლობას/რეკონსტრუქციას/დემონტაჟს  ესაჭიროება შეთანხმება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ხოლო I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 17 მარტის 12 განკარგულებით დამტკიცებული  ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად ( გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო,  ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;.

დ) დაცული ტერიტორიების  მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდინარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად ( გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების  66-ე მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, დადგენილების მე-2 პუნქტის შემთხვევაში, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ. განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო–საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;

ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);

დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არ მდებარეობის შესახებ;

ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულების ჩვენებით.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.