დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111011015, 18/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016069 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/10/2011 - 15/08/2018)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 3 ოქტომბერი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად ,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.
2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;
ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
მუხლი 2
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა, (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა -ნაგებობა მდებარეობს:
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში;
ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;
გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 იანვრის №4 დადგენილებით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 20-მეტრიან ზოლში, №1 დანართით განსაზღვრულ ზოლში;
დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);
ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
მუხლი 3.
აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან რადიუსში.
მუხლი 4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე არის შესაძლებელი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 დეკემბრის №46 დადგენილება.
მუხლი 5.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი № 1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების ჩამონათვალი, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა აკრძალულია მშენებლობის ნებართვის გარეშე
1. დაბა ხარაგაულის მთელ ტეტიტორიაზე.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 20 მეტრიან ზოლში გზის ორივე მხარეს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები