საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/08/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41(49), 02/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
508
26/08/1999
სსმ, 41(49), 02/09/1999
010.220.020.05.002.001.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/1999 - 19/02/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №508

1999 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

     „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის ბაზაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ჩამოყალიბებისა და მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა აღნიშნული ინსპექციის ბაზაზე შექმნილი და მისი უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის.

2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრთა და თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

3. შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამდე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს თითოეულისათვის 1300 ლარით, კომისიის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობის და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს კომისიის თავმჯდომარის მიერ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას შრომის ანაზღაურების ფონდისათვის დამატებით გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან, ხოლო 2000 და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის  ფორმირებისას გაითვალისწინოს სათანადო სახსრები აღნიშნული კომისიის დაფინანსებისათვის.

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან სათანადო შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა მე-3 პუნქტისა, რომელიც ძალაში შევიდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრთა დანიშვნის თარიღიდან.

ე. შევარდნაძე