დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 24, 22/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №125
2007 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №508 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №42(49), მუხ.747) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამდე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2300 ლარით, კომისიის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობები და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს კომისიის თავმჯდომარემ.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 17 თებერვლიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები