დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016013 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/12/2010 - 22/04/2014)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №169
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ
„პატიმრობის კოდექსის “ მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ არასრულწლოვან ბრალდებულთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელება.
მუხლი 2
არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში კვირაში არანაკლებ 4 საათისა .
მუხლი 3
არასრულწლოვან ბრალდებულთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების მიზნით, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა ადმინისტრაციებმა მიიღონ და გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები