„ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016576
161
02/11/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
100110000.22.038.016576
„ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №161

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №169 ბრძანებაში (სსმ, №161, 09.12.2010 წ.)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურმა დეპარტამენტმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ არასრულწლოვან ბრალდებულთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელება.“.

2. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

არასრულწლოვან ბრალდებულთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების მიზნით, პენიტენციურმა დაწესებულებებმა მიიღონ და გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი