დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.10.003.000.163 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2005 - 08/04/2008)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29
2005 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ოლიმპიურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს 2005 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. 2005 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები