,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 27/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.10.003.001.174
  • Word
229
26/11/2008
სსმ, 168, 27/11/2008
010.330.000.10.003.001.174
,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №22, მუხლი 210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტორებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ”.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო რუსთაველის პრემიის ლაურეატ არქიტექტორებს 2008 წლის 1 ივლისიდან დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.

3. დადგენილების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.“.

4. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. 2005 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტორების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.“.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   გ. მგალობლიშვილი