დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გაეროსა და იუნესკოს მდგრადი განვითარების პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად, ენერგეტიკის განახლებადი წყაროების ფართოდ გამოყენების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27(34), 09/06/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.350.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/06/1999 - 26/07/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №349
1999 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
გაეროსა და იუნესკოს მდგრადი განვითარების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, ენერგეტიკის განახლებადი წყაროების ფართოდ გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
1. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, „იუნესკოს“ მსოფლიო მზის პროგრამისა და კიოტოს პროტოკოლის კონტექსტში ენერგეტიკის მდგრადი განვითარების დარგში ინვესტირების ახალი მექანიზმების შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგეტიკის განახლებადი წყაროების მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
პაატა შევარდნაძე – „იუნესკოს“ მისიის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი
თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
ნიკოლოზ ბერაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
გივი გიგინეიშვილი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
თემურ გიორგაძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
თენგიზ გზირიშვილი – გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის პასუხისმგებელი პირი საქართველოში
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მამუკა ნიკოლაიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ავთანდილ ქორიძე – პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი მზის მსოფლიო კომისიაში, „იუნეკოს“ სამდივნოს თანამშრომელი
კახა ქორიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი
მალხაზ ყიფშიძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ზაზა შენგელია – საქართველოს ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის N 520 ბრძანებულება.
3. პრიორიტეტულად ჩაითვალოს მდგრადი განვითარების საერთაშორისო სააგენტოს შექმნა თბილისში, რომლის მართვა ეთხოვოს საქართველოში „იუნესკოს“ მისიის ხელმძღვანელს (პაატა შევარდნაძეს).
4. შეიქმნას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ეროვნული სააგენტო. რომლის დირექტორის მოვალეობის შესრულება დაევალოს გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის პასუხისმგებელ პირს საქართველოში (თ. გზირიშვილი).
5. დაევალოს სახელმწიფო კომისიის პასუხისმგებელ მდივანს მ. ნიკოლაიშვილს საქართველოში მსოფლიო მზის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულება.
6. სახელმწიფო კომისიამ (ვ.ლორთქიფანიძე) შეიმუშაოს და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარმოადგინოს კომისიის დებულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები