დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 25/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2000 - 06/10/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №63
2000 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების, „ტრასეკას“ და აბრეშუმის გზის პროგრამების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ დარგის ინტერესების დაცვისა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გამოყოფა და საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის, როგორც სამთავრობო დაწესებულების შექმნა.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხობაძე, ნ.ბერაძე), იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი), სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურმა (კ.ქორიძე) არსებული წესის შესაბამისად მომდევნო მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინონ საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3. მიღებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინადადება „გაეროსა და იუნესკოს მდგრადი განვითარების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად ენერგეტიკის განახლებადი წყაროების ფართოდ გამოყენების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 ივნისის N349 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული წესით შეიქმნას საქვეუწყებო დაწესებულება – კლიმატის ცვლილების ეროვნული სააგენტო“.
ე.შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები