დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22(29), 13/05/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/1999 - 05/05/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №234
1999 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ
საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის რეგიონის გავლით კონტრაბანდული ტვირთების შემოსვლის აღკვეთის, ამ რეგიონში კონტრაბანდასთან ბრძოლის ღონისძიებათა გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის მიზნით:
1. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს საბაჟო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-7, მე-10, 77-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა. ამ მიზნით:
ა) ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ტვირთებისათვის განბაჟების ადგილად, როგორც დროებითი ღონისძიება, დაფიქსირდეს ქ. გორი;
ბ) ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ტვირთების განბაჟება განხორციელდეს საბაჟო გორის მიერ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან (ვ. ქუთათელაძე), საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) და საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტთან (მ. ჩიკვილაძე) ერთად შეიმუშაოს და აამოქმედოს ერთობლივი გეგმა ცხინვალის რეგიონიდან შემოვლითი გზებით ტვირთების შემოტანისა და გადაადგილების აღკვეთის მიზნით განსაკუთრებული ზომების მისაღებად.
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან (ი. მენაღარიშვილი), იუსტიციის სამინისტროსთან (ლ. ჭანტურია), საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ვ. ჩხეიძე) ერთად დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებთან რუსეთიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი ტვირთების ბურონი-როკის უღელტეხილით გატარების მოწესრიგების შესახებ.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ (ი. ჩხარტიშვილი) იუსტიციის სამინისტროსთან (ლ. ჭანტურია) და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) ერთად გააგრძელოს მუშაობა ოსურ მხარესთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისა და შესაბამისი საბაჟო რეჟიმისათვის საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად და ამ მიზნით ოსურ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
5. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ (ი. ბოჭორიძე) საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტთან (მ. ჩიკვილაძე) ერთად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დეტალურად შეამოწმოს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში მოქმედი ბაზრობის ფუნქციონირებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების საკითხი და შედეგების მიხედვით მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები; უზრუნველყონ იქ განლაგებული სავაჭრო ორგანიზაციებისა და მოვაჭრეთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და მათი საშემოსავლო დაბეგვრის სრული კონტროლი.
6. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ (ჯ. ბაბილაშვილი) გააძლიეროს საპროკურორო ზედამხედველობა საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით განხორციელებულ სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებსა და მოკვლევის კანონიერებაზე. გაააქტიუროს პროცესუალური ხელმძღვანელობა ასეთ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებაზე. ამასთან, არ დაუშვას მოქალაქეებისა და მეწარმე სუბიექტების კანონიერი უფლებების დარღვევა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები