დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 მაისის №234 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 02/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №221
2000 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 მაისის №234 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 მაისის №234 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის საბაჟო გაფორმების ადგილად, როგორც დროებითი ღონისძიება, განისაზღვროს ქ. გორი და საბაჟო გაფორმება განხორციელდეს საბაჟო გორის მიერ;
ბ) ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება საბაჟო გაფორმების მიზნით განხორციელდეს მარშრუტით: ქალაქი ცხინვალი – სოფელი ერგნეთი – სოფელი ტყვიავი – ქალაქი გორი.“.
2. მეორე პუნქტში სიტყვა „ტვირთების“ შეიცვალოს სიტყვებით „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების“.
3. მესამე პუნქტში სიტყვა „ტვირთების“ შეიცვალოს სიტყვებით „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები