საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 06/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
224
06/12/2010
სსმ, 159, 06/12/2010
010340000.22.027.016047
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/12/2010 - 04/06/2015)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 224

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის ( II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის ( II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 მარტის № 45 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის ( II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

3. საკონკურსო თემატიკა:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანება;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსი .