ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12(19), 18/03/1999
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
103
13/03/1999
სსმ, 12(19), 18/03/1999
120.340.000.05.002.001.
ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/03/1999 - 07/12/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №103

1999 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში:

1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დამტკიცდეს სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღით ვაჭრობის, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის და იმპორტის ლიცენზირების წესის შესახებ თანდართული დებულება (დანართი №4-ის ნაცვლად).

2. დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ და სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების კანონების ამოქმედებამდე სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღით ვაჭრობის, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის და იმპორტის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

ე. შევარდნაძე

დებულება სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღით ვაჭრობის, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირების წესის შესახებ

1. ეს დებულება აწესრიგებს სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღით ვაჭრობის, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირების წესს.

2. ამ დებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის წესის შესახებ დებულების შესაბამისად.

3. სამხედრო დანიშნულებისა და სამსხურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის ლიცენზიას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

4. ლიცენზიები მიეცემათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, ყოველი ცალკეული საგარეო-ეკონომიკური გარიგებისათვის.

5. ლიცენზიის გაცემის საფუძველია:

ა) ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაცია;

ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირის განცხადება;

გ) ხელმოწერილი კონტრაქტი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;

დ) სამხედრო დანიშნულების ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და ექსპორტის განხორციელების ნებართვა, რომელიც გაცემულია იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლის ტეიტორიაზეც არის რეგისტრირებული კონტრაქტის ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;

ე) საჭიროების შემთხვევაში საბოლოო მომხმარებლის სერიფიკატი, თუ ლიცენზიის ამღები პირი თვითონ არ წარმოადგენს მომხმარებელს;

ვ) საბოლოო მომხმარებლის სერიფიკატის ორიგინალი, გაცემული იმპორტით დაინტერესებული უწყების მიერ.

6. იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველია:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის განცხადება;

ბ) ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი მონაცემები;

გ) პირის სასამართლოში რეგისტრაციის მოწმობა.

7. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის გარეშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის ლიცენზიები გაიცემა შემდეგ შემთხვევებში.

ა) სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მაკომპლექტებელი ნაკეთობების ექსპორტი და იმპორტი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს საწარმოთა მიერ სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისა და რემონტის უზრუნველსაყოფად;

ბ) იმ ნაკეთობების ექსპორტი, რომლებიც საჭიროა საქართველოს ლიცენზიებით საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისათვის;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის ადრე გადაცემული სამხედრო ტექნიკის, სასწავლო და დამხმარე აღჭურვილობის, მარაგნაწილების ექსპორტი, აგრეთვე მათი ტექნიკური მომსახურება და რემონტი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვილობაში არსებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო დანიშნულების სასწავლო და დამხმარე მოწყობილობების, ექსპლუატაციისა და რემონტის უზრუნველსაყოფად სამარაგო ნაწილების იმპორტი.

8. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი მასალების უტყუარობისათვის პასუხისმგებელია პირი, რომელმაც წარადგინა განცხადება ლიცენზიის მიღების შესახებ.

9. ლიცენზია ფორმდება სპეციალური დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდისაგან დამზადებულ ბლანკზე.

10. ლიცენზიების აღრიცხვისა და სალიცენზიოდ შემოსული მასალების აღრიცხვისა და შენახვის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

11. ლიცენზია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს.

12. ლიცენზია გაიცემა ან დასაბუთებული უარი ეცნობება განმცხადებელს განცხადების შეტანიდან 10 დღეში.

13. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება. განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების ან შეჩერების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

14. ლიცენზიის მიღების შესახებ განცხადების განხილვა, ლიცენზიის გაფორმება და გაცემა ფასიანია. ანაზღაურების მოცულობასა და შემოსული თანხების განაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ფასებისა და ფასწარმოქმნების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.