დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონცეფციის ეგიდით მიღებულ 1993 წლის 29 მაისის ,,ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 94 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 11/03/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12(19), 18/03/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №94
1999 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით მიღებულ 1993 წლის 29 მაისის „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე
1. საქართველო შეუერთდეს ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით მიღებულ 1993 წლის 29 მაისის „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ კონვენციას.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე;
ბ) შეატყობინოს კონვენციის დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შესახებ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
დოკუმენტის კომენტარები