ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32.03.1498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 02/12/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 310060000.37.101.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32.03.1498
02/12/2010
სსმ, 59, 03/12/2010
310060000.37.101.016017
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2010 - 30/09/2011)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 32.03.1498

2010 წლი 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M 3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას , მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და 22-ე მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ და “ პუნქტებ ისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე -2 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M 3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფი 0,5 ლარის ოდენობით .

2 . დამტკიცდეს მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M 3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათების მომხმარებელთათვის ფასდაკლების შემდეგი სისტემა:

ა) სამგზავრო ბარათის გამოყენების შემთხვევაში, მის მფლობელს (მგზავრს) ეძლევა შესაძლებლობა, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და /ან M 3  კატეგორიის ავტობუსებით ერთი და იმავე დღის განმავლობაში მგზავრობისას, მიიღოს შემდეგი ოდენობის ფასდაკლება:

ა. ) მეორე მგზავრობის ღირებულება – 0,3 ლარი ;

ა. ) ყველა შემდგომი მგზავრობის ღირებულება – 0,2 ლარი ;

ბ) იურიდიული პირებისათვის ( კორპორატიული კლიენტი”), რომლებიც თანამშრომლებისთვის შეიძენენ მინიმუმ 1000 (ათასი) ცალ მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათს და კალენდარული თვის განმავლობაში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და /ან M 3  კატეგორიის ავტობუსებით ჯამურად განახორციელებენ 30000 (ოცდაათი ათასი) ან მეტ მგზავრობას, თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,2 ლარი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 6000 (ექვსიათასი) ლარისა თვეში, გადაყვანილ პირთა რაოდენობის მიუხედავად;

გ) ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირების მიერ ანგარიშსწორება განხორციელდეს კალენდარული თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

3 . მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M 3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების პირველი და მეორე პუნქტებიდამტკიცებული მგზავრობის ტარიფით და ფასდაკლების სისტემი მომსახურების განხორციელება.

4. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 6 დეკემბრიდან.

ქ. თბილისის მერი                                             გ. უგულავა