ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19.01.709
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 310060000.37.101.016122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19.01.709
30/07/2012
ვებგვერდი, 31/07/2012
310060000.37.101.016122
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2012 - 13/09/2012)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 19.01.709

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25 -ე მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231  მუხლის „ა“ და „ფ“ პუნქტებისა და 28-ე მუხლის, „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №8-30 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი 0,5 ლარის ოდენობით.

მუხლი 2 . დამტკიცდეს მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათების მომხმარებელთათვის ფასდაკლების შემდეგი სისტემა:

ა) სამგზავრო ბარათის გამოყენების შემთხვევაში მის მფლობელს (მგზავრს) ეძლევა შესაძლებლობა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და/ან M3  კატეგორიის ავტობუსებით ერთი და იმავე დღის განმავლობაში მგზავრობისას მიიღოს შემდეგი ოდენობის ფასდაკლება:

ა.ა) მეორე მგზავრობის ღირებულება – 0,3 ლარი;

ა.ბ) ყველა შემდგომი მგზავრობის ღირებულება – 0,2 ლარი;

ბ) იურიდიული პირებისათვის („კორპორატიული კლიენტი”), რომლებიც თანამშრომლებისთვის შეიძენენ მინიმუმ 1000 (ათასი) ცალ მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათს და კალენდარული თვის განმავლობაში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და/ან M3  კატეგორიის ავტობუსებით ჯამურად განახორციელებენ 30000 (ოცდაათიათასი) ან მეტ მგზავრობას, თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,2 ლარის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 6000 (ექვსი ათასი) ლარისა თვეში, გადაყვანილ პირთა რაოდენობის მიუხედავად;

გ) ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირების მიერ ანგარიშსწორება განხორციელდეს კალენდარული თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა;

დ) იურიდიული პირებისათვის („კორპორატიული კლიენტი“), რომლებიც თანამშრომლებისთვის კალენდარული თვის განმავლობაში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და/ან M3  კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისთვის განკუთვნილ მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათებზე დარიცხავენ ქვემოთ ჩამოთვლილი რაოდენობის მგზავრობის საფასურს (რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ დარიცხვისას მითითებული თვის განმავლობაში და გახარჯულად ჩაითვლება დარიცხვისას მითითებული კალენდარული თვის ამოწურვისთანავე, მიუხედავად იმისა, გაიხარჯა თუ არა დარიცხული თანხა), დაუწესდეთ შემდეგი სახის შეღავათები:

დ.ა) 6000-დან 9000-მდე მგზავრობის საფასურის შემთხვევაში თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,35 ლარის ოდენობით;

დ.ბ) 9000-დან 15000-მდე მგზავრობის საფასურის შემთხვევაში, თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,3 ლარის ოდენობით;

დ.გ) 15000-დან 30000-მდე მგზავრობის საფასურის შემთხვევაში, თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,25 ლარის ოდენობით.

მუხლი 3. მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფით და ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.03.1498 დადგენილება.

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე