თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 13/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 040190000.35.154.016030
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
72
03/12/2010
სსმ, 63, 13/12/2010
040190000.35.154.016030
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2010 - 29/08/2017)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2010 წლის 3 დეკემბერი

 დ. თიანეთი                                   

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ქ“ ქვეპუნქტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას წლიური ქირა განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 2

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 3

დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

    მუხლი 4

ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. წიკლაური