დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040190000.35.154.016311 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
20
29/08/2017
ვებგვერდი, 31/08/2017
040190000.35.154.016311
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2017 - 02/10/2017)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 8 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №669 დადგენილების 36-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათავალისწინებული, სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემისას, წლიური ქირა განისაზღვროს, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
|
მუხლი 2.
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 34-ე მუხლის შესაბამისად ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
|
მუხლი 3.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 დეკემბრის №72 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040190000.35.154.016030).
|
მუხლი 4.
|
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები