"აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 07/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
25
26/11/2010
სსმ, 60, 07/12/2010
010250020.35.110.016014
"აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/12/2010 - 27/07/2015)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 25

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (დროშა, გერბი; თან ერთვის ესკიზი და ესკიზის განმარტება).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №91 განკარგულება აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                      დ. თოფურია

აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი და იყოფა სამ ნაწილად: I ნაწილი – ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი – ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი; III ნაწილი – მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.

გერბს ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი, ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდ ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი აბაშა.

აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი სამ ნაწილად. დროშის I ნაწილ წარმოადგენს ლაჟვარდის ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5. II ნაწილი (დროშის ცენტრალური ნაწილი) წარმოადგენს თეთრ ველს, რომელზეც გამოსახულია მეწამული ვარსკვლავი და უჭირავს დროშის  სიგანის 3/5. III ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5.

დროშის პროპორცია 2/3.