დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 547 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 26/10/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/10/1998 - 30/04/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №547
1998 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ერთობლივი წინადადების გათვალისწინებით, მხარეში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების წარმატებით რეალიზაციის, ეკონომიკური პოტენციალის უფრო სრულად ამოქმედებისა და მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
1. იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტი დადგენილი წესით გარდაიქმნას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) უზრუნველყოს იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის დაფინანსება საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან, ხოლო 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს მისი შენახვის ხარჯები.
3. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №749 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში:
ა) მე-3 პუნქტში სიტყვებს „ფასების სახელმწიფო ინსპექცია“ დაემატოს სიტყვები „იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტი“;
ბ) 24-ე პუნქტს დაემატოს კ) ქვეპუნქტი – „იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტი“;
გ) VIII თავს დაემატოს ი) ქვეპუნქტი – „იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტი“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები