საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №210 საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №210 საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21(28), 06/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
210
30/04/1999
სსმ, 21(28), 06/05/1999
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №210 საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 210

1999 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №749 ბრძანებულება, „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №749 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ნოემბრის №621, 1998 წლის 24 დეკემბრის №710, 1999 წლის 3 თებერვლის №42 ბრძანებულებები, ასევე „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულების მე-3 მუხლი და „იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ოქტომბრის №547 ბრძანებულების მე-3 მუხლი.

ე. შევარდნაძე

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე შეიმუშავებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.

3. ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ეკონომიკური სამთავრობო დაწესებულებები, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკური პროგნოზირების სამეც­ნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი, მართვის ინსტიტუტი, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, ფასების სახელმწიფო ინსპექცია, ინტელექ­ტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ და იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტი ქმნიან ეკონომიკის სამინისტროს ერთიან სისტემას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრუ­ლებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

6. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი ეკონომიკური სამსახურებისათვის, აგრეთვე ეკონომიკური სუბიექტებისათვის საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად.

ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ღონისძიებათა რეალიზაციის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებათაშორისი და საუწყებო გადაწყვეტილებათა მიღება ეკონომიკის სფეროში ხდება ეკონომიკის სამინისტროსთან აუცილებელი შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილებებს იღებს სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებთან ერთად ან მათთან შეთანხმებით.

7. სამინისტრო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების კოორდინაციას ახორციელებს ინდიკატური დაგეგმვის მეშვეობით, რომლის მიზანია სექტორული, რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ეკონო­მიკური და საფინანსო კავშირურთიერთობების რეგულირება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო და კერძო სტრუქ­ტურების შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება.

8. სამინისტროს დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელ­მწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, 380008, გ. ჭანტურიას ქ. N12.

II. ძირითადი ამოცანები

10. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის შესახებ წინადადებათა შემუშავება;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო წინადადებათა მომზადება და შესაბამის სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარ­ტამენტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან ერთად მისი რეალიზაციის გზების დასახვა;

გ) საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისათვის ეკონომიკური რეფორ­მის პრინციპებისა და მოდელების შემუშავება და რეალიზება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის ამოქმედებას, მის გაფართოებასა და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმას;

დ) ისეთი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, რომლის დროსაც დაცული იქნება მომხმარებელთა ინტერესები და შეიქმნება სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირების მექანიზმების ამოქმედების პირობები, რაც საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და მისი ცხოვრების დონის ამაღლების საფუძველი გახდება.

ე) საქართველოში ტექნოლოგიურ-ინოვაციური საქმიანობის განვითა­რებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა.

III. ფუნქციები

11. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების კოორდინაცია;

ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმების პროექტების შესადგენად საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მომზადება, ინდიკატური გეგმების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა, დამტკიცებული ინდიკატური გეგმების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული შეფასება;

გ) ეკონომიკური რეფორმის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტი­ურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკურ პროცესებზე სახელმწიფოს ზეგავლენის ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა, საკუთრების ყველა ფორმის ეკონომიკური სუბიექტების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შემუშავების ორგანიზაცია;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია, დადგენილი წესით სათანადო კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტების შემუშავება და გამოცემა, შესაბამისი ანალიტიკური, მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო სამუშაოების განხორციელება;

ე) ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, მეწარმეობის მხარდაჭერა, კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მომხმარებელთა უფლებების დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის გაწევა და სარეკლამო საქმიანობის მოწესრიგება;

ვ) ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება, მონოპოლისტი საწარმოებისათვის, აგრეთვე ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ორგანი­ზაციებისათვის ფასებისა და ტარიფების რეგულირება, რომელიც უზრუნ­ველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო რეგულირებადი და ზღვრული ფასების შემოღება, მათი ლიბერალიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; ფასების დინამიკის მონიტორინგი, ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლი, „მონოპოლიური საქ­მიანობის და კონკურენციის შესახებ“, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების რეალიზაცია;

ზ) დადგენილი წესით ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, რომლის რეალიზაცია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყნის სამრეწ­ველო კომპლექსის რესტრუქტურიზაციას, დარგთაშორისი პროპორციების ოპტიმიზაციის, მეწარმეთათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას, სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმის განვი­თარებას, ქვეყნის მრეწველობის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში;

თ) სტრუქტურული, ინოვაციური და ინვესტიციური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება, საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკური რეგულირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) დადგენილი წესით საწარმოო ძალებისა და უმნიშვნელოვანესი ობიექტების განლაგების და ქვეყნის რეგიონების მიხედვით მსხვილი საინვესტიციო პროგრამების ექსპერტიზა და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინის­ტროსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ დარგობრივ სამინისტროებთან და უწყებებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით;

კ) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო­თაშორისი პროგრამების (რომლებშიც მონაწილეობს საქართველო) და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მეთოდური ხელმ­ძღვანელობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე, სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა და ექსპერტიზა;

ლ) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინის­ტროსთან ერთად ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირება, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების მექანიზმების შემუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საგარეო-ეკონომიკური და საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში საქარ­თველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ეკოლოგიური უსაფრთხო­ების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, გარემოს დაცვითი საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის მართვის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინის­ტროსთან ერთად;

ო) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების მოზიდვისა და გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინის­ტროსთან ერთად, კრედიტის გამოყენების პრიორიტეტების განსაზღვრა, უცხოეთის კრედიტების დასაქონლების შესახებ წინადადებათა მომზადება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის პროგნოზირება;

პ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დასკვნების მომზადება და დადგენილი წესით წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დარგების და რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, არაეფექტიანი საწარმოების სანაციის, თავდაცვითი მრეწველობის კონვერსიის პოლიტიკის შესახებ წინადადებათა შემუშავება;

რ) კაპიტალურ დაბანდებათა გამოყენების პრიორიტეტული მიმართუ­ლების განსაზღვრა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე სახელმწიფო ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობების დადგენა;

ს) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტით დამტკიცებულ სახელმწიფო ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა მოცულობების განაწილება ტერიტორიულ და უწყებრივ ჭრილში;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების დამუშავება, რეფორმების განხორციელებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, არსებული საწარმოო-ეკონომიკური პრობლემების დროულად გადაწყვეტის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის მეურნეობისა და მოსახლეობის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუ­ალებებით მომსახურების გაუმჯობესების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ევრაზიის სატრანსპორტო მაგისტრალური გზების, შიდასახელ­მწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადებათა შემუშავება და მათი რეალი­ზაციისათვის ხელშეწყობა;

ფ) შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსახურების სფეროს განვი­თარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით;

ქ) საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის მართვაში მონა­წილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად;

ღ) განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუ­შავება საქართველოს განათლების, ფინანსთა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამ­ტკიცებლად წარდგენა;

ყ) ქვეყანაში უმუშევართა და მომუშავეთა რიცხოვნობის, საშუალო თვიური ხელფასისა და ცხოვრების დონის მაკროეკონომიკური მაჩვენებ­ლების პროგნოზირება, სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სოცი­ალური პოლიტიკის გატარების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობისა და სამუშაოთა კოორდინაციის მიმართულებით წინადადებების მომზადება;

შ) ერთიანი სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შესა­მუშავებლად წინადადებათა მომზადება და მისი განხორციელება, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ჩ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების მექანიზმების ამოქმედება; აფხაზეთისა და აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკების, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის გაწევა რეგიონალური პროგრამების შემუშავებაში; მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ც) სამობილიზაციო გეგმების შემუშავების ორგანიზაცია, მონაწილე­ობა ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენის, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციების პროექტების, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო სამობილიზაციო სამსახურებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, ეკონომიკის სფეროში ქვეყნის მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზაცია, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელება;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნაში სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ეკონომი­კური სამსახურების საერთაშორისო ინფორმაციულ ქსელებში ჩართვის საქმეში აქტიური მონაწილეობა და ხელშეწყობა;

წ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი ცალკეული დარგების, სფეროების, კომპლექსების, რეგიონებისა და საწარმოების მიხედვით და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქა­რების უზრუნველსაყოფად გზების დასახვა;

ჭ) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ხ) ეკონომიკურ საკითხებზე სამინისტროებისა და უწყებების მიერ მომზადებული ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შეთანხმება.

IV. უფლება-მოვალეობანი

12. სამინისტროს უფლება-მოვალეობანია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინის­ტროებისა და უწყებებისაგან, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან, ეროვნული ბანკისაგან, აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებისაგან, მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისაგან, ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობ­რივი ორგანოებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით შესაბამისი მოხსენებების, ინდიკატური გეგმების, საინვესტიციო პროგრამებისა და სხვა წინადადებათა შემუშავებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის მაკო­ორდინირებელი ფუნქციის განხორციელებისათვის;

ბ) უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით დაამუშაოს ინდიკატური გეგმის შედგენისთვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, მაჩვენებლები და ფორმები, განახორციელოს ქვეყანაში ამ სამუშაოთა ორგანიზება, მეთოდური და მეთოდოლოგიური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;

გ) დადგენილი წესით დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას ეკონომიკური სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, რომლებშიც სამუშაოდ მოიწვიოს სამინის­ტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, საპროექტო და საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანი­ზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სპეციალისტები (მათ შორის, უცხოელები) საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით;

დ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპო­ზიუმები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

ე) დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენ­ციებსა და ნებისმიერ სხვა შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად;

ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოამზადოს წინადადებანი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, არასახელმწიფო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების მიღების შესახებ და დადგენილი წესით წარადგინოს დანიშნულებისამებრ;

ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ბრძანებით დაამტკიცოს სავალდებულო ან სარეკომენდაციო ნორმატიული დოკუმენტები და მეთოდური მითითებანი;

თ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყ­ნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ი)უხელმძღვანელოს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანი­ზაციების საქმიანობას, შეიმუშაოს და განახორციელოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა;

კ) სისტემატურად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;

ლ) უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა მოსახლეობასთან უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

მ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ნ) გამოვიდეს მხარედ სასამართლოში.

V. საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

13. სამინისტრო შედგება თანამდებობის პირებისაგან, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდება­რებული სამსახურების და ორგანიზაციებისაგან. სამინისტრო ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკის სფეროში საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას.

14. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრს პარლამენტის თანხმობით თანამ­დებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

15. მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე, მათ შორის ერთი - პირველი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

16. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი.

17. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭო (შემდგომში - სათათბირო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრი - სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.

18. სათათბირო საბჭოს წევრების რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.

19. მინისტრი:

ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთ­ვნებულ საკითხებს;

 ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის თავის მმართველობის სფეროში და იღებს გადაწყვეტილებებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს მუშაკთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმ­ძღვანელებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და თანამშრომლებს;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილე­ბლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ, ამტკიცებს ამ ორგანიზაციების დებულებებს დადგენილი წესით;

ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საქართველოს პრეზი­დენტთან გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;

ზ) პასუხს აგებს სამინისტროს მფლობელობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონით დადგენილი წესით.

20. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.

21. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე:

- ცვლის მინისტრს მისი არყოფნის დროს და მინისტრის დავალებით ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს მინისტრთან შეთანხმებით; დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციური მოვალეობით განსაზღვრულ საკითხებს;

- ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას;

- ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;

ბ) მინისტრის მოადგილეები - ხელმძღვანელობენ მინისტრის მიერ მათ დაქვემდებარებაში გადაცემულ სფეროს და ცვლიან მინისტრის პირველ მოადგილეს მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას მათი დებულების შესაბამისად.

22. სამინისტროს სათათბირო საბჭო თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროს საკვანძო საკითხებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სტრუქტურას, სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;

სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძა­ნებით. მინისტრისა და სათათბირო საბჭოს წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და წარმოშობილ უთანხმოებას მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს;

სათათბირო საბჭოს საქმისწარმოებას და მის პრაქტიკულ საქმი­ანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს მინისტრის აპარატი;

23. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთე­ულებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

ბ) მაკროეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი;

გ) მიკროეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური ინფრას­ტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი;

დ) რეგიონალური ეკონომიკის დეპარტამენტი;

ე) სოციალური პოლიტიკის, ფასწარმოქმნისა და მომსახურების სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტი;

ვ) დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტი;

ზ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პოლიტიკის სამ­მართველო;

თ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის სამმართველო;

ი) მინისტრის აპარატი.

24. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისა - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ეკონომიკის სამინის­ტროსათვის მინიჭებული ფუნქციების შესრულება, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სათანადო ანგარიშების გაანალიზება, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა, სათანადო მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო სამუშაოების განხორციელება და სხვ.

ბ) მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთერთობათა დეპარტამენტისა - საქართველოს ეკონომიკის განვი­თარების ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და პროპორციების ანალიზი და პროგნოზირება; ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმების პროექტების შემუშავების სამუშაოთა ორგანიზაცია; ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითადი შედეგების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სამთავრობო მოხსენების მომზადების სამუშაოთა კოორდინაცია; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა-განხილვაში, ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკისა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; მონაწილეობა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და ამ სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, უცხოეთის ქვეყნებთან, სახელმწიფოთაშორის კავშირებთან და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეკონომიკური ასპექტების შესწავლასა და ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებების მომზადებაში; ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური რესურსული უზრუნველყოფის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება, მატერიალური რესურსების ძირითადი სახეობების წარმოებისა და მოხმარების ბალანსების შემუშავება, მატერიალური რესურსების ნაკადების მოძრაობის მაჩვენებლების გა­ანალიზება; ქვეყნის საგადასამხდელო ბალანსის ანალიზი და პროგნოზირება, მონაწილეობა საგარეო ვაჭრობისა და საბაჟო პოლიტიკის განსაზღვრასა და საგარეო ინვესტიციების, კრედიტების მოზიდვისა და გამოყენების მიმარ­თულებების შერჩევაში, საგარეო ვალის პრობლემების შესწავლაში;

გ) მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტისა – ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, რეფორმების სფეროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელის შეწყობა და სამინისტროში ამ საქმიანობის კოორდინაცია, საკანონმდებლო აქტების პროექტების, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების დებულებების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება, პრივატიზებული ეკონომიკის სუბიექტების საქმიანობის ანალიზისა და რეფორმის ეკონომიკური შედეგების ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე წინადადებების მომზადება, მეწარმეობის, მათ შორის, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების ღონისძიებათა შემუშავება; სოციალური ინფრასტრუქტურის (განათლება, ახალგაზრდობის საქმეთა პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საგამომცემლო და საარქივო საქმე, ჯანდაცვა, სპორტი, ტურიზმი, კურორტები) განვითარების პროგრამებისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავება საქართველოს განათლების, ფინანსთა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლი­ტიკის შესამუშავებლად წინადადებების მომზადება, სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფის წინადადებების მომზადება სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის გადიდების უზრუნველსაყოფად;

დ) რეგიონალური ეკონომიკის დეპარტამენტისა – ქვეყნის ტერი­ტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და მათი რეალიზაციის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების შემუშავების ორგანიზაცია, გარემოს დაცვითი და ბუნებათსარგებლობის საკითხების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა, ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის ფუნქციონირების თაობაზე მასალების მიღება, ანალიზი და ზემდგომი ორგანოებისათვის სათანადო ინფორმაციის მომზადება;

ე) სოციალური პოლიტიკის, ფასწარმოქმნისა და მომსახურების სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტისა-ქვეყნის სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის თაობაზე შემუშავებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების განხილვა და დასკვნების მომზადება; სოციალურ სფეროში რეფორმების განხორ­ციელებისა და საბაზრო ურთიერთობებისათვის დამახა­სიათებელი სტრუქტურების შექმნის, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისათვის წინადადებათა მომზადება; ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობისა და ცხოვრების დონის მაჩვენებლების პროგნოზირება; მოსახლეობის ნომინალური და რეალური შემოსავლების ანალიზი; ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების, შრომითი ურთიერთობების რეგულირების საკითხების, მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ფასწარმოქმნის ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებების მომზადება, იმ საქონლის (მომსახურების) ნომენკლატურის განსაზღვრა, რომლებზეც მათი ეკონო­მიკური და სოციალური მნიშვნელობის, აგრეთვე ბაზრის მონოპოლიზების დონისა და გაჯერების გათვალისწინებით ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება ვრცელდება; ფასების ლიბერალიზაციის, რეგულირებადი ფასების დაწესების და გამოყენებისა, აგრეთვე ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციებისათვის ფასების (ტარიფების) რეგულირების თაობაზე წინადადებათა მომზადება; ფასების დინამიკის ანალიზისა და ფასების პროგნოზის განხორციელება, ფასების დინამიკასა და დონეზე პერიოდული დაკვირვების ჩატარება; სატრანსპორტო საშუალებების (რკინიგზის, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო, სპეციალური ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი), საგზაო მეურნეობისა და კავშირ­გაბმულობის, მომსახურების სფეროს სხვა დარგების, მათ შორის, ვაჭრობის საწარმოთა საქმიანობის სისტემური ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ წინადადებათა მომზადება, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნისა და მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, ამ დერეფნის მეშვეობით სატრანზიტო ტვირთგადაზიდვებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების დასახვა, ამ სფეროში ეკონომიკური რეფორ­მების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შესაბამისი მაჩვენებლების შემუშავების ორგანიზაცია და მომზადება;

ვ) დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტისა - სამთო-მეტა­ლურგიულ, ქიმიურ, მანქანათსამშენებლო კომპლექსებში, მსუბუქი ინდუს­ტრიის, ხე-ტყის გადამმუშავებელი და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში, გეოლოგია-გეოდეზიის, ტოპოლოგიურ და ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, მათი ეკონომიკური ვითარების შესწავლა და მაკრო­ეკონომიკური ანალიზი, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებით მრეწველობის რეფორმისა და რესტრუქტურიზების პროგრამების შემუშავება-ექსპერტიზის სამუ­შაოთა ორგანიზაცია და მონაწილეობა, მეწარმეობის განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის, თავდაცვის ეკონომიკისა და მრეწველობის სხვა სფეროების რაციონალური კოორდინაციის ღონისძიებათა შემუშავება, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, მრეწველობის პრიორიტეტული დარგების განვითარებისათვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში გაერთიანებულ სტრუქტურებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყანაში ენერგიის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების თანმიმ­დევრული პოლიტიკის გატარებისათვის ხელშეწყობა, ენერგეტიკული რესურსების ბაზრის ფორმირებისათვის მხარდაჭერა, ენერგეტიკული დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების ინდიკატური გეგმის მაჩვენებლების შემუშავება და მათი განხორციელების გზების თაობაზე წინადადებათა მომზადება; საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეკონომიკურად ხელსაყრელი სტრუქტურული შემადგენლობის პროგნოზი მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში; წინადადებათა შემუშავება ენერგიაშემცველთა ფასწარმოქმნის სრულყოფისათვის სამთავრობო გადაწყვეტილებების მისაღებად; აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა; არსებული საწარმოო-ეკონომიკური და ტექნკურ-ორგანიზაციული პრობლემების გადაჭრის მიზნით შემუშავებული პროგრამების, კანონების, ბრძანებულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება; სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი მიწების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სხვა ქონების გამოყენების სისტემატური ანალიზი და მათი გაუმჯობესების შესახებ წინადადებათა მომზადება; რეფორმირებულ მიწებზე მეურნეობრიობის ახალი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორ­მების შექმნისა და გადამმუშავებელ სამრეწველო საწარმოებთან მათი ინტეგრირებისათვის გზების დასახვა და ხელის შეწყობა; მშენებლობის, საშენ მასალათა მრეწველობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგებში საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეფორმის პროექტების განხორციელება, ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე განსახორციელებელ სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობის დადგენა და ამ სახსრების რეგიონების, უწყებებისა და მენაშენეების მიხედვით განაწილების პროექტების მომზადება, დარგებში ეკონომიკური სუბიექტების ფუნქციონირების სისტემური ანალიზი და სამშენებლო კომპლექსში ვითარების გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშვება, საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა;

ზ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პოლიტიკის სამ­მართველოსი - საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირების პროგრამებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და მისი მასშტაბის შემცირების კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის ოპერატიული მომსახურება, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირების ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა, ჩრდილოვანი ეკონომიკის არაკრიმინალური სფეროს ლეგალიზების პრობლემების სისტემატურად შესწავლა-გაანალიზება, კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის განსახილველად შესაბამისი წინადადებების, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის საჭირო სხვა სამუშაოების განხორციელება;

თ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის სამმართველოსი – სამობილიზაციო გეგმების შემუშავების ორგანიზაცია, საქართველოს ეკონო­მიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმა­ტიული აქტების პროექტების შემუშავება, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენა, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქ­ციების პროექტების შემუშავება, ეროვნული მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზაცია, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების ფორმირების კონტროლი, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და მათი სისტემატური კორექტირება, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო სამობილიზაციო ორგანოების თანამშრომლებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელება, ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებულებების შესრულება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;

ი) მინისტრის აპარატისა - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადება; სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დავალებათა შესრულების კონტროლის დაწესება; სამინისტროს სათათბირო საბჭოსა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების ორგანიზება და საქმის წარმოება; მინისტრის კერძო დავალებების შესრულება; უცხოური დელეგაციების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმო­მადგენლებისა და მისიების მიღების ორგანიზება და მათთან მუშაობა; მინისტრის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ვიზიტების მომზადება; ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მისი ფორმირებისათის ხელშეწყობა; ეკონომიკის სამინისტროსა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ბიუჯეტის შემუშავება; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმართვა; სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქვეუწებო დაწესებულებების კუთვნილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი დადგენილი წესით; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების უზრუნველყოფა.

VI. სამინისტროს ქონება

25. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე.

VII. დასკვნითი დებულებანი

26. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

27. სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

VIII. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები

ა) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური;

ბ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

გ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია;

დ) მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდი;

ე) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქ­პატენტი“;

ვ) ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლე­ვითი ინსტიტუტი;

ზ) ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპი­უტერული ცენტრი;

თ) მართვის ინსტიტუტი.

IX. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო

ა) იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტი.