"საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 01/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016016
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1028
29/11/2010
სსმ, 157, 01/12/2010
040030000.22.034.016016
"საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/12/2010 - 31/12/2010)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1028

2010 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ.53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საფელდეგერო მომსახურება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

თ.ა) I განყოფილება;

თ.ბ) II განყოფილება;

თ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:

თ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;

თ.გ.ბ) II ქვეგანყოფილება;

თ.გ.გ) III ქვეგანყოფილება;“;

ბ) „თ“პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ პუნქტი:

„ი) ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილებაში შემავალი სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და დასავლეთ საქართველოს სამმართველო თავის განყოფილებებთან ერთად რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;

ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A”, „B”, „C”, „D”, „E”, „T1”, „T2” „T3” „T4“ კატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;

ვ) „A”, „B”, „C”, „D”, „E”, „T1”, „T2” „T3” „T4“ კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

თ) საქმისწარმოების ორგანიზებას;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“;

დ) მე-3 პუნქის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) II განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;

ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საინდეფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.გ) ცეცხსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;

ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურეობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:

გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინაარმდეგო ხელყოფისაგან;

გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას.“;

ვ) მე-8 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „71. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და საექსპერტო შემოწმებას და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემა; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

ი. მერაბიშვილი