„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №1028 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016022
  • Word
1184
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
040030000.22.034.016022
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №1028 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №1028 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1184

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №1028 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №1028 ბრძანებაში (სსმ III, 01.12.2010, №157, მუხ. 2222) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) II განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;

ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;

ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს სააგენტოს კომპიუტერულ მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:

გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინაამდეგო ხელყოფისაგან;

გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას.“.

3. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-8 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „71. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და საექსპერტო შემოწმებას და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემა; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი