დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 28/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.146 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2005 - 18/06/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად:
1. 2005 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მინიმალური სახელმწიფო პენსიის 28 ლარით განსაზღვრის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) და სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა” (ზ. სოფრომაძე) განახორციელონ სათანადო ღონისძიებები.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილება ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №52 დადგენილება ,,პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები