საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 21/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
192
21/04/2009
სსმ, 48, 21/04/2009
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/04/2009 - 17/03/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №192

2009 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი