საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 16/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.107
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
108
15/11/2004
სსმ, 132, 16/11/2004
010.220.020.10.003.000.107
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (16/11/2004 - 20/01/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2004 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

გიორგი ბედინეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში

კახაბერ ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქალაქ თბილისის მერი.

2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რ. გოცირიძეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ზ. სოსელიას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ი. მანაგაძეს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში წევრობის სტატუსით.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 მაისამდე.

4. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. კომისია შეიმუშავებს სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

2. კომისია განიხილავს ზემოთ აღნიშნული საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სახელმწიფო საშინაო ვალის და მის მართვასთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;

ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში თავის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები.

2. კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ ეხება სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემებს.

    მუხლი 4. კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი და ხელმძღვანელობა

1. კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი.

3. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს შეისწავლოს სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული მასალები და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი გადაწყვეტილებების პროექტები.

4. კომისია სხდომაზე განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

6. კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებასა და გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

7. კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

8. საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

 

30. 16/12/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 541 - ვებგვერდი, 17/12/2025 29. 16/12/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 415 - ვებგვერდი, 16/12/2024 28. 11/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 487 - ვებგვერდი, 12/12/2023 27. 07/12/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 553 - ვებგვერდი, 08/12/2022 26. 14/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 586 - ვებგვერდი, 15/12/2021 25. 17/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 752 - ვებგვერდი, 18/12/2020 24. 19/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 622 - ვებგვერდი, 20/12/2019 23. 25/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 646 - ვებგვერდი, 27/12/2018 22. 08/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 534 - ვებგვერდი, 13/12/2017 21. 09/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 531 - ვებგვერდი, 12/12/2016 20. 18/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 636 - ვებგვერდი, 23/12/2015 19. 24/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 695 - ვებგვერდი, 26/12/2014 18. 27/01/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 105 - ვებგვერდი, 28/01/2014 17. 15/11/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - ვებგვერდი, 18/11/2013 16. 11/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 463 - ვებგვერდი, 13/12/2012 15. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 450 - ვებგვერდი, 111206023, 06/12/2011 14. 15/11/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 347 - სსმ, 151, 18/11/2010 13. 03/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 221 - სსმ, 96, 04/08/2010 12. 30/12/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 257 - სსმ, 159, 30/12/2009 11. 23/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 248 - სსმ, 183, 25/12/2008 10. 12/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 56 - სსმ, 39, 13/03/2008 9. 28/11/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 259 - სსმ, 170, 30/11/2007 8. 20/12/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 232 - სსმ, 171, 21/12/2006 7. 22/11/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 217 - სსმ, 157, 22/11/2006 6. 26/04/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 87 - სსმ, 59, 28/04/2006 5. 12/01/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 1 - სსმ, 5, 13/01/2006 4. 15/07/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 116 - სსმ, 85, 19/07/2005 3. 14/04/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 70 - სსმ, 45, 18/04/2005 2. 25/02/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 33 - სსმ, 22, 25/02/2005 1. 20/01/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 7 - სსმ, 6, 20/01/2005