დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 646 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020963 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − კომისიის წევრი.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 1 იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები