ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31.19.1451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016011
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31.19.1451
22/11/2010
სსმ, 56, 29/11/2010
010260030.37.101.016011
ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/11/2010 - 29/12/2010)

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №31.19.1451

2010 წლიs 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის ზ“ და კ“ ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 321 მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ე“ ქვეპუნქტის, ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ე“ და 1“ ქვეპუნქტებ ის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

 1. განხორციელდეს ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაცების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია (გარდაქმნა) და გარდაქმნის საფუძველზე შეიქმნას ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო.

2. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანდართული წესდება (დებულება).

3. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს.

4. დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

ქ. თბილისის მერი          გ. უგულავა

დანართი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა: „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპსაგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“.

3 . სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა დაინა მდებარ ე დებულებით.

4 . სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.

5 . სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში.

6 . სააგენტო ს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემ , ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:

ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

  ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;

ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;

გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;

ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, დადგენილი სპეციალური ფორმით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში;

ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენი, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;

კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;

ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;

მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით;

ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა;

ო) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;

პ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;

რ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა;

უ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას;

ფ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ქ) დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების ხარისხის კონტროლი;

ღ) სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

ყ) მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით;

შ) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება;

ჩ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;

ც) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.

3 . სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს:

ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს, მშენებლობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ე) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად;

ვ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ანდა ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ზ) კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის;

თ) ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს;

ი) დედაქალაქის ბიუჯეტის შედგენისას შეიმუშაოს სამსახურისა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთანუსხა და წარადგინოს ქალაქის მთავრობაში;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში;

ლ) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;

მ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში, ქალაქ თბილისის მასშტაბით;

ნ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით;

ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეკომენდაციებით, საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

პ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს;

ჟ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება- ჩაბარების აქტები;

რ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტო ს ხელმძღვანელობს სააგენტო ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.

2. სააგენტო ს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე წერილობითი დავალებით ახ რციელებს საგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 4. სააგენტოს უფროსი

1. სააგენტოს უფროსი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწეს;

ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

კ) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;

ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ო) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

პ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექ ურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავის კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

რ) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ტ)წარმოადგენს სააგენტოსა და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 5. სააგენტოს უფროსის მოადგილეები

1 . სააგენტო ს უფროსს ყავს მოადგილეები.

2 . სააგენტო ს უფროსის თითოეული მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ სფეროს;

ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს;

გ) სააგენტოს უფროსის მიერ (ბრძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

    მუხლი 6 . სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო შედგება სამი დეპარტამენტის, ოთხი განყოფილებისა და ექვსი რაიონული განყოფილებისაგან.

2. დეპარტამენტი თავის მხრივ შედგება განყოფილებებისაგან

3. სააგენტო ს დეპარტამენტები, განყოფილებები და რაიონული განყოფილებები ა:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ა.ბ) მონიტორინგის განყოფილება;

) ზედამხედველობის დეპარტამენტი:

ბ.ა) ზედამხედველობის სამოქალაქო უსაფრთხოების და საინფორმაციო–ანალიტიკური განყოფილება;

ბ.ბ) მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ;

) ოპერატიული მართვის დეპარტამენტი:

გ.ა) სამაშველო განყოფილება;

გ.ბ) სასწავლო ცენტრი;

დ) საფინანსო განყოფილება;

ე) შესყიდვების განყოფილება;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილება;

ზ) დიდგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი რი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილით (ასეული);

) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ხუთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ორი სამედიცინო ნაწილით;

) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ორი სამედიცინო ნაწილით;

) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული), ერთი კავშირგაბმულობის და ო ი სამედიცინო ნაწილით;

) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და სამი სამედიცინო ნაწილით;

) ძველი თბილისის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი სამი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ერთი სამედიცინო ნაწილით (მვდ -ის პოლიკლინიკა) .

4 . ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზება;

გ) ტექნიკის აღრიცხვა და მიზნობრივად ექსპლუატაციის კონტროლი;

) ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება, ოპერატიული აღრიცხვის წარმოება;

) სამსახურის დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია;

) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;

ზ) სააგენტოსათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა.

 5. ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის ზედამხედველობის განხორციელება, შემთხვევებისა და მათი შედეგების აღრიცხვა;

ბ) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციების წესებთან დაკავშირებით;

გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებების სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება ქალაქ თბილისის მასშტაბით.

6 . ოპერატიული მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავება;

ბ) ოპერატიული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა;

გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო წარმოების ორგანიზება;

დ) წყალში (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები) და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება.

 7. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება.

 8. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

შესყიდვების განხორციელება.

 9. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

სახანძრო სამუშაოების წარმოების ორგანიზება.

10 . რაიონული განყოფილებების (რაზმები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკა;

ბ) ხანძრების ჩაქრობა;

გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება;

დ) მოსახლეობისათვის გადაუდებელი და აუცილებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

    მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტ ის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტო ს უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტო ს უფროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) სააგენტო ს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

2. დეპარტამენტის განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებზე ;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

 3.რაიონული განყოფილებას ყავს უფროსი და უფროსის მოადგილეები.

4. რაიონული განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს რაიონული განყოფილების საქმიანობაზე ;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეებსა და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს რაიონული განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს ვიზირებას რაიონულ განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს რაიონული განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

    მუხლი 8. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს დედაქალაქის –თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 9. სააგენტოს ფინანსები

სააგენტო ს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტო ს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 10. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში.

2. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

სააგენტო ს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 13. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. სააგენტო ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ქ. თბილისის მერიის საგანგებიო სიტუაციების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ან/და ჩატარებული შესყიდვების პროცედურების დასრულება.

2. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.