დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.19.1451 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35.06.1601 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.37.101.016022 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №35.06.1601
2010 წლის 2 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.19.1451 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.19.1451 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) მე -2 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ’’ და „წ’’ ქვეპუნქტები:
„ძ) მიღებული სპეციალური ნებართვების ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევა;
წ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მეთოდებისა და პირობების სრულყოფა, საქართველოში გამოყენებული ნებადართული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო წამლების საშუალებების ფარგლებში’’.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) მე -6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა:
1. სააგენტო შედგება დეპარტამენტებისა და განყოფილებებისგან. დეპარტამენტები, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისგან.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
საორგანიზაციო განყოფილება.
3. ზედამხედველობის დეპარტამენტი:
ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო–ანალიტიკური განყოფილება.
4. ოპერატიული მართვის დეპარტამენტი:
ა) სამაშველო განყოფილება;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილება.
5. მონიტორინგის განყოფილება.
6. მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
7. საფინანსო განყოფილება.
8. შესყიდვების განყოფილება.
9. 011 ცენტრალური სადისპეჩერო (განყოფილება).
10. 033 ცენტრალური სადისპეჩერო განყოფილება.
11. დიდგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ორი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილით (ასეული).
12. ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ხუთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ორი სამედიცინო ნაწილით.
13. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ორი სამედიცინო ნაწილით.
14. ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული), ერთი კავშირგაბმულობის და ოთხი სამედიცინო ნაწილით.
15. გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და სამი სამედიცინო ნაწილით.
16. ძველი თბილისის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი სამი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ერთი სამედიცინო ნაწილით.
17. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;
გ) სააგენტოსათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა;
დ) არქივის წარმოება.
18. ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის ზედამხედველობის განხორციელება, შემთხვევებისა და მათი შედეგების აღრიცხვა;
ბ) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციების წესებთან დაკავშირებით;
გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებების სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, ქალაქ თბილისის მაშტაბით.
19. ოპერატიული მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავება;
ბ) ოპერატიული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა.
გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო წარმოების ორგანიზება.
დ) წყალსა (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები) და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების წარმოების ორგანიზება.
20. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სააგენტოს საფინანსო -საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება.
21. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
შესყიდვების განხორციელება.
22. მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სააგენტოს საქმიანობის შემოწმება და კონტროლი.
23. მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ქონების აღრიცხვა, მიზნობრივი ხარჯვა და ექსპლუატაცია.
24. 011 ცენტრალური სადისპეჩეროს (განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.
25. 033 ცენტრალური სადისპეჩეროს (განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.
26. რაიონული განყოფილებების (რაზმები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკა;
ბ) ხანძრების ჩაქრობა;
გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება;
დ) მოსახლეობისათვის გადაუდებელი და აუცილებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა”.
2. ეს დადგენილება ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები