„კვოტების დამტკიცების შესახებ"

  • Word
„კვოტების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 28/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 340110010.22.032.008827
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-102
21/06/2006
სსმ, 87, 28/06/2006
340110010.22.032.008827
„კვოტების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/06/2006 - 20/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.110.010.22.032.008.827

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა  მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №2-102–№688

2006 წლის 21-23 ივნისი

ქ. თბილისი

კვოტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს 2006 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.

3. თითოეულ იმპორტიორზე წლის განმავლობაში გაცემული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ბრძანების დანართით დადგენილი ცალკეული საქონლის ოდენობის 20 პროცენტს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

ა. ალექსიშვილი

2006 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა

 

 

სასაქონლო კოდი

1. საინკუბაციო კვერცხი – 2 000 000 (ორი მილიონი) ცალი

040700

2. სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა

060290100

3. ლობიოს თესლი სულ – 40 (ორმოცი) ტონა

მათ შორის:

 

ა) Vigna mungo (L), Hepper ან Vigna radiata (L) Wilczek სახეობის – 5 (ხუთი) ტონა

071331100

ბ) ლობიო წვრილი წითელი (aZuki)(phaseolus ან Vigna angularis)

-- 5 (ხუთი) ტონა

071332100

გ) ლობიო ჩვეულებრივი (Phaseolus vulgaris) – 20 (ოცი) ტონა     

071333100

დ) ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა                        

071339100

4. რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე – 3 000 (სამი ათასი) ტონა

100190910

5. ქერის თესლი – 800 (რვაასი) ტონა

100300100

6. მზესუმზირის თესლი – 150 (ას ორმოცდაათი) ტონა

120600100

7. შვრიის თესლი – 10 (ათი) ტონა

120923

8. ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა   

120991

9. იონჯის თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა

120921000

10. სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2 000 (ორი ათასი) ტონა   

283325000

11. სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატები – 1000 (ათასი) ტონა                                                                      

380820100