„კვოტების დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
„კვოტების დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 2-206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 29/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 340110010.22.032.009597
  • Word
2-206
20/11/2006
სსმ, 160, 29/11/2006
340110010.22.032.009597
„კვოტების დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.110.010.22.032.009.597

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

 ბრძანება №2-206–№1460

2006 წლის 20-27 ნოემბერი

ქ. თბილისი

კვოტების დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს 2006 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა თანდართული დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.

3. თითოეულ იმპორტიორზე წლის განმავლობაში გაცემული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ბრძანების დანართით დადგენილი ცალკეული საქონლის ოდენობის 20 პროცენტს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივი ბრძანების დანართი.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

ა. ალექსიშვილი

დანართი

2006 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა

 

 

 

სასაქონლო კოდი

 

 

საინკუბაციო კვერცხი – 2000000 (ორი მილიონი) ცალი

040700

 

სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა

06029010000

 

ლობიოს თესლი სულ – 40 (ორმოცი) ტონა

 

 

       მათ შორის:

 

 

ა) Vigna მუნგო (L), Hepper ან Vigna რადიატა (L) wilczek სახეობის – 5 (ხუთი) ტონა

07133100000

 

ბ) ლობიო წვრილი წითელი (აძუკი) (phaseolus an Vigna anguLatis) – 5 (ხუთი) ტონა

07133200000

 

გ) ლობიო ჩვეულებრივი – 20 (ოცი) ტონა

07133310000

 

დ) ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა

07133900000

 

რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე – 3000 (სამი ათასი) ტონა

10019091000

 

ქერის თესლი – 800 (რვაასი) ტონა

10030010000

 

მზესუმზირის თესლი – 150 (ასორმოცდაათი) ტონა

12060010000

 

წივანას თესლი – 10 (ათი) ტონა

120923

 

ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა

120991

 

იონჯის თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა

12092100000

 

სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2000 (ორი ათასი) ტონა

28332500000

 

სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატები – 1000 (ათასი) ტონა

38082010000