დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 03/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016021 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2010 - 28/03/2012)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
20 10 წლის 16 ნოემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების , ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდ ულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 1 დეკემბრი ს №19 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . ხუცაიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგონში – სამსახური) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში .
2. სამსახური თავის საქმიანობის გა ნხორციელებისას ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, ადგილობრივი თვით მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორ განული კანონით, „კულტურის შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით .
3. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით .
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის წინაშე .
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან .
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თელავი , ერეკლე მეორის გამზირი №16.
მუხლი 2. სამსახურის საქმისწარმოება და ბეჭდის გამოყენების წესი
1. სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს მიმდინარეობს საქმისწარმოება.
2. საქმისწარმოებისას სამსახური უფლებამოსილია ოფიციალური დოკუმენტების გაცემისას გამოიყენოს სამსახურის ბლანკი და ბეჭედი .
3. სამსახურის ბეჭედი სავალდებულოდ გამოიყენება ცნობებზე და უფლებამოსილებების განხორციელებისას შესრულებულ დოკუმენტებზე .
4. სამსახურის ბეჭედი გამგებლის ბრძანებით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება სამსახურის უფროსს.
5. ბეჭედზე, შტამპზე და ბლანკზე დაიტანება მუნიციპალიტეტისა და სამსახურის ზუსტი სახელწოდება .
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი
სამსახური უფლებამოსილია:
ა) კოორდინაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, სპორტისა და აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) კულტურისა და სპორტის განვითარების პერსპერქტიული გეგმების შემუშავება ;
გ) მოსახლეობის სპორტულ გამაჯანსაღებელი პროგამების შემუშავება, დანერგვა და შესრულება:
დ) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურულ-სპორტულ ი ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება ;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა და აღწერა ;
ვ) მასობრივი კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ორგანიძება ახალგაზრდობის ჩართულობით ;
ზ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხე ლშეწყობა ;
თ) ურთიერთობის დამყარება სხვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. სამსახური შედგება განყოფილებებისგან:
ა) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება ;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება .
2. სამსახურის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ზედამხედველობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის;
გ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ე) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს .
4. კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება:
ა) კოორდინაციას უწევ ს კულტურის, სპორტის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ;
ბ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში გამოავლენს და აღრიცხავს კულტურის ძეგლებს .
5. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს;
ბ) აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
გ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს.
მუხლი 5 . დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები