თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
28/03/2012
ვებგვერდი, 06/04/2012
010250020.35.163.016075
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/04/2012 - 15/02/2013)

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

20 12 წლის 28 მარტი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების , ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდ ულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის 32 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                . ხუცაიძე

 

დანართი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1.     ზოგადი დებულებანი

1. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში .

 2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კულტურის შესახებ“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით .

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

სამსახური უფლებამოსილია:

ა) კოორდინაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კულტურის, სპორტისა და აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) შეიმუშაოს კულტურისა და სპორტის განვითარების პერსპექტიული გეგმები მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული კულტურის, სპორტისა და აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;

გ) უზრუნველყოს მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და ხელი შეუწყოს მის შესრულებაში;

დ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურულ-სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები;

ე) უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა და აღრიცხვა;

ვ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;

ზ) ხელი შეუწყოს კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ზედამხედველობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

    მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისგან:

ა) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

    მუხლი 5. განყოფილებების ფუნქციები

1. კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კოორდინაციას უწევს კულტურის, სპორტის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს;

ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას და აღრიცხვას;

გ) იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში;

დ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:

ა) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს;

ბ) აწყობს კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებს;

გ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;

დ) შეიმუშავებს სპორტული ღონისძიებების წლიურ პროგრამებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

3. ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.

    მუხლი 7. სამსახურის განყოფილების მოსამსახურე

1. სამსახურის განყოფილების მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.