დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 03/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016020 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2010 - 28/03/2012)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
20 10 წლის 16 ნოემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 1 დეკემბრი ს №18 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . ხუცაიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრეუქტურულ ერთეულს. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით .
3. სამსახური ფინანსდება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის მისამართია : ქ.თელავი , ერეკლე მეორის გამზ. №16 .
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანი და მიმართულებები
1. სამსახური უზრუნველყოფ ს:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება ს და მისი განხორციელების ორგანიზებას. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობას, მათი ინტერესები ს შესწავლა-გაანალიზებას , სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვით პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას ;
ბ) მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ. სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად აღრიცხავს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, აკონტროლებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პოლიტიკის ეფექტურობას და მის უკეთ წარმართვის მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს, წინადადებებს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს ;
გ) თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან.
მუხლი 3. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამსახური მოვალეა:
ა) დაიცვას და განახორციელოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები;
ბ) გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ანგარიში ჩა აბაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ) ჰქონდეს სრული ინფორმაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე .
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მოითხოვოს და მიიღოს სამსახურისთვის საჭირო ინფორმაცია.
მუხლი 4. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
სამსახურის უფროსი:
ა) ზედამხედველობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) აწესრიგებს სამსახურის სფეროსთვის განკუთვნილ საკითხებს;
გ) პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები