დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016076 |
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 17
20 12 წლის 28 მარტი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №31 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით .
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. სამსახური უზრუნველყოფ ს:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება ს და მისი განხორციელების ორგანიზებას. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობას, მათი ინტერესები ს შესწავლა-გაანალიზებას , სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას ;
ბ) მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სხვადასხვა მუნიციპალური დახმარების სოციალურ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად აღრიცხავს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.
2. სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება;
ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება თვითმმართველი ორგანოებისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) თანამშრ ომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მათი მონაცემთა ბაზით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებული უზრუნველყოფა გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების დახმარებით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, ბავშვთა სახლების აღსაზრდელების სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ზ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) დაიცვას და განახორციელოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები;
ბ) გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ანგარიში ჩა აბაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ) ჰქონდეს სრული ინფორმაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე მუნიციპალურ პროგრამებზე .
მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებსა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
დ ) ახორციელებს გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 7. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი .
2. სამსახურის მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე .
3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები