"თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
28
16/11/2010
სსმ, 59, 03/12/2010
010250020.35.163.016017
"თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2010 - 28/12/2011)

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

20 10 წლის 16 ნოემბერი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 -ე პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :

1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თან - დართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის                     30 აპრილის №67 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დ ავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე  ნ. ხუცაიძე

დანართი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის

ადმინისტრაციული სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1.  დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით ;

ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორამაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;

დ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობოს უზრუნველყოფა;

ე) არქივის წარმოება;

ვ) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

თ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;

ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება ;

კ) სამართლებრივი აქტების და პროექტების მომზადების უზრუნველყოფა ;

ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

მ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;

ნ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა .

    მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება და სტრუქტურა

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2.  სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციის სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ .

3.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4.  სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას მოვალეობის შესრულება გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

5. ადმინისტრაციული სამსახური შედგება განყოფილებისაგან:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) საქმის წარმოების, კადრების ანალიზის და ინფორმაციის განყოფილება;

გ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება.

6. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს წინადადებებს შტატების, მუშაობის ორგანიზების, განყოფილების მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე;

) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს .

    მუხლი 4. განყოფილებების ფუნქციები

1. იურიდიული განყოფილების ფუნქციები:

ა) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს;

ბ) ახორციელებს სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთნ შესაბამისობაში მოყვანას;

გ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლო პროცესებზე .

2. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების ფუნქციები:

ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) გამგეობის არქივის წარმოება;

დ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი;

ე) მოსამსახურეთ პირადი საქმეების წარმოება;

ვ) მედიასაშუალებებთნ ურთიერთობის ორგანიზება .

3. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;

ბ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულება

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით.