თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016059
  • Word
30
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010250020.35.163.016059
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი

 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 30

2011 წლის 28 დეკემბერი

 ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის 28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანი თაობაზ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის 28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1. დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებული იქნეს ,,დ“, ,,კ’’ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;

დ) ამოღებულია;

ე) არქივის წარმოება;

ვ) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

თ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;

ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;

კ) ამოღებულია;

ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

მ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;

ნ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,ა’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ადმინისტრაციული სამსახური შედგება განყოფილებისაგან:

 ა) ამოღებულია;

 ბ) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილება;

 გ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;“.

 3. დებულების მე-4 მუხლიდან ამოღებული იქნეს პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 4. განყოფილებების ფუნქციები

 1. ამოღებულია;

 2. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის გნყოფილების ფუნქციებია:

 ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

 ბ) ამოღებულია;

 გ) გამგეობის არქივის წარმოება;

 დ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი;

 ე) მომსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

 ვ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება.

 3. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

 ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;

 ბ) ამოღებულია;

 გ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;

 დ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.“.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            . ხუცაიძე