საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ობლიგაციების) გამოშვების, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ობლიგაციების) გამოშვების, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 814
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 02/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.007669
  • Word
814
26/08/2005
სსმ, 104, 02/09/2005
190040000.22.033.007669
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ობლიგაციების) გამოშვების, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.669

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი

ბრძანება N814/210

2005 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ობლიგაციების) გამოშვების, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 5 წლის დაფარვის ვადის“ მქონე სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ობლიგაციების) გამოშვების, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ” დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

რ. გოცირიძე

დებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ  5 წლის დაფარვის ვადის მქონე სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ობლიგაციების) გამოშვების, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შედგენილია „სახელმწიფოს ვალის“ შესახებ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის, (შემდგომში _ „სებ“-ი), ერთობლივ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და განსაზღვრავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, შემდგომში სავალო ვალდებულებები, გამოშვებას ეროვნული ბანკისათვის პირდაპირი მიყიდვის, რეგისტრაციის, მიმოქცევისა და დაფარვის პირობებს.

2. სავალო ვალდებულებების ემიტირება რეგულირდება საქართველოს კანონით „სახელმწიფო ვალის შესახებ“,  შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და წინამდებარე დებულებით.

3. სავალო ვალდებულება წარმოადგენს პროცენტიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდს და გამოიშვება არამატერიალიზებული ფორმით, 5 წლის ვადით (დანართი N1).

4. ერთი სავალო ვალდებულების ნომინალური ღირებულებაა 100 ლარი.

    მუხლი 2. სებ-ის  მიერ  სავალო ვალდებულებების შეძენა

1. სებ-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს გამოშვებული სავალო ვალდებულებების  შეძენა განიხილება როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე სესხის  გაცემა და იგი  რეგულირდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სებ-ის მიერ შესასყიდი სავალო ვალდებულებების  საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის თანახმად.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი განსაზღვრავს სავალო ვალდებულებებზე ან  მთავრობაზე გასაცემ შესაბამის ვადიანობის სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, სებ-ის მიერ სავალო ვალდებულებების შეძენა განხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთში.

4. ამ დებულებით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება იმ ფასიან ქაღალდებზეც, რომლებიც სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად გადაფორმებულ იქნა სავალო ვალდებულებებად. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია 100 ლარზე ნაკლები ნომინალის დამატებითი სერიის სავალო ვალდებულებების გამოშვება.

5. სებ-ი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ფინანსთა სამინისტროს სავალო ვალდებულებების შესყიდვაზე, თუ აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

    მუხლი 3. სავალო ვალდებულებების რეესტრის წარმოება

1. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეესტრს (დანართი N2) აწარმოებს სებ-ი (ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო).

2. სავალო ვალდებულებების რეესტრის წარმოება ხდება ჩანაწერებით კომპიუტერულ  სისტემაში სავალო ვალდებულებების გამოშვების თარიღის, ნომრის,  მფლობელის მომსახურე ბანკის კოდის და ბანკში პირადი ანგარიშის ნომრის მიხედვით.

    მუხლი 4. სავალო ვალდებულებების მიმოქცევა და პროცენტების გადახდა

1. სებ-ი უფლებამოსილია სავალო ვალდებულებებზე საკუთრების უფლება გაასხვისოს, დააგირავოს ან გადასცეს სხვა პირს, რის შესახებაც აცნობებს ემიტენტს.

2. სავალო ვალდებულებების გასხვისებისას, დაგირავების ან სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მხარეები ავსებენ შეტყობინების ფორმას (დანართი N3), რომლის საფუძველზე სებ-ი ახორციელებს სავალო ვალდებულებების რეესტრში შესაბამის ცვლილებას.

3. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია მესაკუთრესთან შეთანხმებით  დაფარვის ვადამდე გამოისყიდოს სავალო ვალდებულებები. 

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სავალო ვალდებულებებზე პროცენტების გადახდა განხორციელდება ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს.

5. ეროვნული ბანკი ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს ჩამოწერს ცენტრალური ხაზინის ანგარიშიდან, ფინანსთა სამინისტროს მიერ გადასახდელი პროცენტების თანხას და ჩარიცხავს მფლობელების  ანგარიშებზე.

    მუხლი 5. სავალო ვალდებულებების დაფარვა

1. სავალო ვალდებულებების დაფარვის დღეს სებ-ი ჩამოწერს ცენტრალური ხაზინის ანგარიშიდან დასაფარი სავალო ვალდებულებების ძირითადი თანხასა და გადასახდელ პროცენტს და ჩარიცხავს მათ მესაკუთრის ანგარიშებზე.

2. თუ სავალო ვალდებულებების დაფარვის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, დაფარვა წარმოებს მომდევნო სამუშაო დღეს დამატებითი პროცენტების დაურიცხავად.

                                                                                                    დანართი N 1

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სავალო ვალდებულება

ქ. თბილისი                                                                                         ___ ______ 200  _ წელი

 

გამოშვების საფუძველი _ „საქართველოს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ“ და „200  _ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი“;

ემისიის სარეგისტრაციო ნომერი --

გამოშვების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)---

დაფარვის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ---

ერთი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება ---        100 ლარი;

გამოშვების ფორმა -       არამატერიალური;

ემიტირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა --

წლიური საპროცენტო განაკვეთი _

პროცენტის გადახდის პერიოდულობა --  ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღე;

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი                    ______________________

                                                                                                    ბ.ა      

                                                                                 დანართი N2  

სავალო ვალდებულებების რეესტრი

 

ემისიის სარეგისტრაციო ნომერი

ფასიანი ქაღალდების მფლობელი

ბანკის კოდი

პირადი ანგარიშის ნომერი

ფასიანი ქაღალდების რაოდენობა

გამოშვების თარიღი

დაფარვის თარიღი

1

2

3

4

5

6

7

  

 

 

 

 

 

 

                                                                                             


  დანართი N 3

საქართველოს ეროვნულ ბანკს შეტყობინება

________________

(რიცხვი, თვე, წელი)

სავალო ვალდებულებების გასხვისება/დაგირავების თაობაზე

სავალო ვალდებულებების გამსხვისებელი/დამგირავებელი          ____

ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი                                           ____

                                                                                                                    ხელმოწერა

                                                                                                                         ბ.ა.

ახალი მფლობელი                                                                                      _____

ბანკის კოდი პირადი ანგარიშის ნომერი                               

                                                                                                                   ხელმოწერა

                                                                                                                            ბ.ა.

 

სავალო ვალდებულებების სარეგისტრაციო ნომერი

გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება,..)

რაოდენობა

გარიგების ფასი

სავალო ვალდებულებების დაფარვის თარიღი

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 შეტყობინება შეტანილია საქართველოს ეროვნული ბანკის რეესრში.    ხელმოწერა