ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 25/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.118.016010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
40
18/11/2010
სსმ, 55, 25/11/2010
330010040.35.118.016010
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
ონის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/11/2010 - 03/06/2011)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №40                

2010 წლის 18 ნოემბერი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე:

ა) 60 მ2-მდე იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობების, 5 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ სიმაღლის ღობე;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრეძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ის;

ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვ-მდე, მზის და ბიოგაზის განადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟი/გაყვანა არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით;

ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლის და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობა.

2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურებით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.

3. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        შ. ჯაფარიძე