საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
180
09/10/2009
სსმ, 123, 12/10/2009
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/10/2009 - 06/12/2024)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს ეწოდოს „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური