დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №180 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024801 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 27 ივნისის №4298-XIVმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №180 დადგენილებაში (სსმ, №123, 12/10/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები