დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ღვინის, ღვინოსმასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/06/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.05.002.000. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/06/1997 - 01/10/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №323
1997 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ეფექტიანად გამოყენების, აღნიშნული პროდუქციის მარაგის გარდამავალი ნაშთების შენარჩუნების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა) განახორციელოს ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ საწარმოებში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ნაშთების მართვა და განკარგვა.
2. ზემოაღნიშნული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ნაშთების რეალიზაცია მოხდეს მიზნობრივი დანიშნულებით, საკონკურსო საწყისებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებული და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ სახელმწიფოში ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების მარაგის შენარჩუნების მიზნით ყოველწლიურად მოახდინოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინისა და ღვინომასალების სულ ბევრი 40 პროცენტისა და ბრენდის სპირტების სულ ბევრი 20 პროცენტის რეალიზაცია.
4. დაწესდეს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები, მათ წარმოებასთან, შენახვა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ, შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები