დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეის-მომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016135 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №405
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №151, მუხლი 2153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციის და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის შექმნის შესახებ“.
2. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრი ჩაითვალოს სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს დადგენილების პირველი პუნქტით შექმნილი კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დებულების და მომსახურების ტარიფების დამტკიცება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები